ოფიციალურად - კანსელუ ბარსელონაში დაბრუნდა
„ბარსელონამ“ და „ალ-ჰილალმა“ ჟოაუ კანსელის იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს - ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი „ბლაუგრანაში“ 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც „ბარსელონაში“ პირველი იჯარის დროს ეცვა.
„ბარსელონას“ კანსელუს დარეგისტრირების საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც დადასტურდა, რომ დანიელი ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი ხანგრძლივი დროით იუქმებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კანსელუმ ხელფასი შეიმცირა, რათა „ბარსელონას“ ფინანსური ფეირ-პლეის პირობების დასაკმაყოფილებლად საკმარისი სივრცე ჰქონოდა.
კანსელუ „ბარსელონას“ ღირსებას 2023-24 წლების სეზონშიც იცავდა, როდესაც კატალონიელებმა ის „მანჩესტერ სიტიდან“ ინათხოვრეს. 42 მატჩში პორტუგალიელმა 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, იჯარის დასრულების შემდეგ კი მანჩესტერული კლუბი დატოვა და „ალ ჰილალს“ შეუერთდა.