მამარდამ შეუცვლელად ითამაშა - ლივერპულმა ენფილდზე ბარნსლი გაანადგურა
ინგლისის თასის მე-3 რაუნდში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ბარნსლის“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.
„წითლების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. 26 ნოემბრის შემდეგ, ქართველი მეკარე პირველად გავიდა მოედანზე.
მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე „ლივერპულის“ ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ გახსნა. 36-ე წუთზე, ჯერემი ფრიმპონგმა მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა.
ოთხ წუთში „ბარნსლის“ ნახევარმცველმა, სობოსლაის შეცომის გამო, ადამ ფილიპსმა სხვაობა შეამცირა. 84-ე წუთზე ფლორიან ვირცმა სტუმრების კარში მესამე ბურთი გაიტანა, ხოლო 94-ე წუთზე უგო ეკიტიკემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ 2025/2026 წლების სეზონის ინგლისის თასზე გამოსვლა მესამე რაუნდიდან დაიწყო, ხოლო „ბარნსლიმ“ წინა ეტაპზე „პიტერბორო იუნაიტედი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გეტყვით ასევე, რომ „ლივერპულის“ მეტოქე ინგლისის თასის შემდეგ რაუნდში კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.