AS: ზაფხულში კლოპი რეალის შეთავაზებას განიხილავს
როგორც მოგეხსენებათ, ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალი დატოვა და მის ნაცვლად ბლანკოსში ალვარო არბელოა დაინიშნა.
სამეფო კლუბის ყოფილი მარჯვენა მცველი მინიმუმ ზაფხულამდე იმუშავებს და თუ მისი შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, კონტრაქტს გაუგრძელებენ.
მიუხედავად ამისა, პარალელურად ესპანური მედია იურგენ კლოპის შესახებ წერს. მაგალითად AS-ის დღევანდელ ნომერში ვეცნობით:
AS:
 
„მადრიდის რეალი იურგენ კლოპისთვის ძალიან საინტერესო ვარიანტია. Red Bull-თან მოქმედი კონტრაქტის მიუხედავად, თუ კლუბისგან შეთავაზება იქნება, ის ამას სერიოზულად განიხილავს.“
შეგახსენებთ, რომ ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, გერმანელი სპეციალისტი არცერთ გუნდს არ წვრთნის. იქამდე სანამ, მადრიდულ გრანდში ალონსო დაინიშნებოდა, კლოპის კანდიდატურაც გაჟღერდა, მაგრამ იმ დროს იურგენმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება ალონსოს, მისი მეთაურობით რეალმა 34 მატჩი გამართა, 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.