ლა ლიგა, ფარერები, ალბანეთი - ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გუშინ ევროპა ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. თბილისის "დინამო" უელსურ "ქონაჰს" დაუპირისპირდება. "ლოკომოტივი" კი მოსკოვის "დინამოს" შეხვდება.
დღეს ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ქართულ კლუბებს შეხვდებიან.
იმ შემთხვევაში თუ "რკინიგზელები" მოსკოველებს დაამარცხებენ, მათი მეტოქე "გრანადასა" და ალბანურ "ტუეტას" შორის გამარჯვებული იქნება. წილისყრის მიხედვით თბილისელები თავიანთ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ.
რაც შეეხება ჩისკოს გაწვრთნილ გუნდს, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "დინამოელები" "კლაკსვიკს" დაუპირისპირდებიან. "კლაკსვიკი" ფარერების ჩემპიონი გახლავთ.
მსგავსად "ლოკომოტივისა", თბილისის "დინამოც" საკუთარ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ქართული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 17 სექტემბერს გამართავს.