ლა ლიგა მხარს ბარსელონას უჭერს - მესის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
Aa
Aa

ლა ლიგა მხარს ბარსელონას უჭერს - მესის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

მესისა და „ბარსელონას“ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა ყოველდღიურად სულ უფრო ღრმავდება. დღეს, ლეო ბაზაზე არ გამოცხადდა და წინასასეზონო მზადება არ დაიწყო, რითიც გუნდიდან წასვლის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებულ ვითარებას გამოეხმაურა ლა ლიგა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებულია.

ლა ლიგა ოფიციალურად ადასტურებს, რომ მესის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებულია და იმ შემთხვევაში, თუ ლეო კონტრაქტს ვადაზე ადრე გაწყვეტს, მას ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

ისინი არ გეგმავენ, რომ მესის მიერ მოთხოვნილი კონტრაქტის გაწყვეტა გააფორმონ, თუ მითითებული თანხა გადახდილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 48 საათში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტში არსებულ ხსენებულ პუნქტს ვადა გასულ წელს გაუვიდა და 700 მილიონიანი გამოსასყიდი ძალაში აღარ არის. Cadena SER-ის ცნობით, თუ მესის წასვლა მოუნდება, მას ამის გაკეთება სრულიად უფასოდ შეეძლება.

როგორც ხედავთ, ლა ლიგა ამ ინფორმაციას არ ეთანხმება. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი აზრის შეცვლას მაინც არ აპირებს.

კონფლიქტი გრძელდება. ახალი ინფორმაციები ფაქტიურად ყოველ რამდენიმე საათში ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები