დევიდ ბექჰემი “რეალში” ბრუნდება
Aa
Aa

დევიდ ბექჰემი “რეალში” ბრუნდება

დევიდ ბექჰემი “რეალში” ბრუნდება. თუმცა, “სანტიაგო ბერნაბეუს” არ უბრუნდება როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ელჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექჰემი მოლაპარაკებას აწარმოებს “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ დევიდთან მას შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც “ბარსელონაში” იგივე თანამდებობაზე რონალდინიო მიიწვიეს.

შეგახსენებთ, დევიდ ბექჰემი მადრიდის “რეალში” 2003-2007 წლებში ირჯებოდა და პრიმერა დივიზიონის ეგიდით 116 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები