Aa
Aa

"არ ვიცით, ჩვენ რატომ გვილოცავ, მაგრამ მადლობა" - ნეიმარმა ჩემპიონობა სხვა გუნდს მიულოცა

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნისთვის" ჩემპიონობის მილოცვას აპირებდა, მაგრამ უნებურად გუნდის სახელი არასწორად დაწერა და კურიოზულ ამბავში გაეხვა.

"ჩვენ ყველაფერი გავიღეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მარცხი სპორტის შემადგენელი ნაწილია. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ვულოცავ ჩემპიონობას ბაიერს". 

მოგეხსენებათ, "ბაიერი" ლევერკუზენის გუნდია და ის ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "ინტერთან" დამარცხდა. ლევერკუზენელებიც არ ჩამორჩნენ და "ნეის" სახალისო "ტვიტით" უპასუხეს.

"მადლობა! არ ვიცით, ჩემპიონობას ჩვენ რატომ გვილოცავ, რადგან ახლა არდადეგები გვაქვს და მხოლოდ FIFA-ს თუ ვთამაშობთ, მაგრამ მადლობა". 

ნეიმარს ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს "ბარსელონასთან" ერთად აქვს მოგებული, პსჟ-სთან ერთად ამ ტიტულთან ახლოს კი პირველად იყო. მისმა გუნდმა ამ ტურნირის ფინალში საერთოდ ისტორიაში პირველად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები