ბარსას ფეხბურთელების პირველი შეხვედრა გაბრაზებულ ქომაგებთან
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ''ბაიერნმა'' კატალონიის ''ბარსელონა'' 8:2 გაანადგურა. კოშმარული მარცხის შემდეგ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ უმძიმესი მარცხის გამო ბოდიში მოიხადა და ცვლილებები დააანონსა.
ინტერნეტში გავრცელდა ''ბარსელონას'' ფეხბურთელების პირველი შეხვედრა კლუბის ქომაგებთან. ცხადია, კატალონიური გრანდის გულშემატკივრები გაბრაზებულნი და აღშოთებულნი არიან.
კატალონიური რადიოს, RAC1-ის ცნობით სეტიენის შეცვლის უპირველესი კანდიდატი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა. სეტიენის შემცვლელთა შორის პოჩეტინოს გარდა რონალდ კუმანისა და ხავის კანდიდატურები დასახელდა. მიმდინარე ზაფხულში გაიჟღერა ბელგიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის კანდიდატურამაც, თუმცა ამ მოცემულობაში მისი ''ნოუ კამპზე'' გადაბარგების შანსი მცირეა.
შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონი კატალონიურმა გრანდმა უტიტულოდ დაასრულა. ლა ლიგის ჩემპიონი მადრიდის ''რეალი'' გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ''ბაიერნმა'' მესის გუნდი 8:2 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბართომეუმ და პიკემ აღნიშნეს, რომ კლუბში დიდი ცვლილებების დრო დადგა, რაც როგორც მინიმუმ სეტიენის წასვლას უნდა გულისხმობდეს.