''ეს კატასტროფაა...ქომაგებს ბოდიშს ვუხდი'' - ბართომეუმ ცვლილებები დააანონსა
Aa
Aa

''ეს კატასტროფაა...ქომაგებს ბოდიშს ვუხდი'' - ბართომეუმ ცვლილებები დააანონსა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ''ბაიერნმა'' კატალონიის ''ბარსელონა'' 8:2 გაანადგურა. კოშმარული მარცხის შემდეგ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ უმძიმესი მარცხის გამო ბოდიში მოიხადა და ცვლილებები დააანონსა.

''ეს იყო ძალიან, ძალიან მძიმე ღამე. ძალიან დამწუხრებული ვარ იმის გამო რა მდგომარეობაშიც ჩვენი კლუბის ქომაგები, ჩვენი გუნდის წევრები და ფეხბურთელები არიან...ჩვენ არ ვიყავით ის გუნდი, რასაც წარმოვადგენთ.

გადაწყვეტილებების მიღების დროა, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდად და ცივი გონებით. სიახლეებს შემდეგ კვირაში გაგაცნობთ. რამდენიმე გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად შემდეგ კვირაში გავასაჯაროებთ.

ეს გამანადგურებელი ანგარიშია. ეს კატასტროფაა. ''ბაიერნმა'' შესანიშნავად ითამაშა, გამარჯვება დაიმსახურა. მეტოქეს ვულოცავ მოგებას. ჩვენ კი ახლა მხოლოდ ბოდიშის მოხდა შეგვიძლია ''ბარსელონას'' ქომაგებისთვის. დღეს მწვრთნელზე საუბარს არ ვაპირებ. ვფიქრობ დღეს ამის დრო არაა.''

კატალონიის ''ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ''უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობ. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ დასკვნები გამოვიტანოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ახლა ჩემს მომავალზე არ ვდარდობ. კლუბში დავრჩები თუ არა ჩემზე არაა დამოკიდებული. ''ბაიერნთან'' განცდილი მარცხი ძალიან მტკივნეულია.''

ევროპული მედიის ცნობით კიკე სეტიენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. მატჩის შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ კლუბმა სეტიენის მოხსნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები