''წამში 10 მილიონი დავკარგეთ'' - სიომინმა კვარაცხელიას წასვლა გაიხსენა
Aa
Aa

''წამში 10 მილიონი დავკარგეთ'' - სიომინმა კვარაცხელიას წასვლა გაიხსენა

იური სიომინმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წასვლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გამოცდილი რუსი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტს აკრიტიკებს, რომელმაც ქართველი ტალანტი ვერ შეინარჩუნა. სიომინის თქმით თუ კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდათ და ვერ მოახერხეს, ე.ი. ცუდად იმუშავეს.

ამ თემაზე იური სიომინმა news.sportbox-თან ინტერვიუში ისაუბრა.

''როგორც ვიცი კვარაცხელიასთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოში განსხვავებული აზრები იყო. ნაწილს ქართველის დარჩენა სურდა, სხვებს კი მისი გაშვება. ამ თემაზე რატომ არ მკითხეს?

თუ კლუბს კვარაცხელიას დატოვება სურდა და ეს ვერ მოახერხა, მენეჯმენტმა ცუდად იმუშავა. ჟალოლიდინოვი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე კვარაცხელია, მაგრამ კლუბმა უზბეკი შეიძინა. კვარაცხელიას აგენტს ხვიჩას გუნდში დარჩენა სურდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ხვიჩას გაშვებით კლუბმა ერთ წამში 10 მილიონი დაკარგა. რატომ მოხდა ასე? ვინ არის პასუხისმგებელი?''

კვარაცხელიას, რომელიც ''რუბინს'' 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ ზაფხულში მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' წამოსულმა ფეხბურთელმა ''რუბინთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ მწვრთნელის ფაქტორი. კვარაცხელიას პროდუქტიულობა ლეონიდ სლუცკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. მან 2020-21 წლების სეზონიც კარგად დაიწყო და პირველ ტურში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (9) განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები