Aa
Aa

მილანში სახლი იყიდა? - პრესის აზრით, მესის ინტერში ტრანსფერი რეალური ხდება

იტალიური პრესა ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე კიდევ ერთხელ და უფრო ხმაურიანად ალაპარაკდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენმა აპენინელმა კოლეგებმა კულუარულად გაარკვიეს, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მილანში მდიდრული აპარტამენტი შეიძინა.

Sport Mediaset-ის ცნობით, მესის ახალი სახლი ექსკლუზიურად განსაკუთრებული კლიენტებისთვის იყო განკუთვნილი და მდებარეობდა ქალაქ მილანის რაიონ პორტა ნოვასთან, რომელიც „ინტერის“ სათავო ოფისთან საკმაოდ ახლოსაა.

Gazzetta dello Sport-ი კი წერს, რომ ასევე ახლოსაა მესის მამა ხორხეს ახალი ბინაც. ფეხბურთელის მამამ მილანში საცხოვრებელი ფართი ცოტა ხნის წინ, როგორც ამბობენ, სპეციალური მიზეზებით შეიძინა.

რამდენიმე კვირის წინ პრესა იმის შესახებაც აქცენტირებდა, რომ ხორხე მესი მილანში საკმაო ხნით ჩასვლას გეგმავდა, რისი მიზეზიც „ინტერთან“ მისი შვილის შესაძლო ტრანსფერზე დალაპარაკება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები