Aa Aa
11 აგვისტო 2020  |  17:04

ჩელსი, ბარსელონა და ატლეტიკო ტალიაფიკოსთვის იბრძოლებენ

‘‘სკაი სპორტსის’’ ცნობით ლონდონის ‘‘ჩელსი’’ 27 წლის არგენტინელი მარცხენა მცველით, ნიკოლას ტალიაფიკოთი დაინტერესდა. მიმდინარე ზაფხულში ‘‘ჩელსიმ’’ ‘‘აიაქსიდან’’ ჰაკიმ ზიეჩი გადაიბირა. შესაძლოა, ტალიაფიკო მაროკოელის მსგავსად რომან აბრამოვიჩის გუნდში გადავიდეს.

ფრენკ ლამპარდი მარცხენა მცველის ძიების პროცესშია. ‘‘ლესტერთან’’ გამართული მოლაპარაკება ბენ ჩილველის გადაბირების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. ‘‘არისტოკრატები’’ ასევე განიხილავენ ‘‘რეალის’’ ფეხბურთელის, სერხიო რეგილონის კანდიდატურას.

ტალიაფიკოსთვის ბრძოლაში ‘‘ჩელსის’’ კონკურენციის გაწევა ‘‘ბარსელონასთან’’ და მადრიდის ‘‘ატლეტიკოსთან’’ მოუწევს. ლა ლიგის კლუბებს სამხრეთამერიკელის შეძენის დიდი სურვილი აქვთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში