Aa
Aa

რეგილონისთვის ბრძოლაში ნაპოლიც ჩაერთო

„სევილიას“ მარცხენა მცველ სერხიო რეგილონის მსურველთა რიგებს იტალიური „ნაპოლიც“ შეუერთდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნეაპოლელებმა 23 წლის მცველი თავიანთ სიაში მოინიშნეს, თუმცა სევილიურ კლუბს მის შესაძლო ტრანსფერზე ჯერ არ დაკავშირებიან.

სავარაუდოდ, „პარტენოპეის“ რეგილონის გადაბირება გაუჭირდება, რადგან ნიჭიერ მცველს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი აქტიურად იწვევს. მისი „ევერტონში“ ხილვა კარლო ანჩელოტის სურს, რეგილონისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად კი ლონდონის „ჩელსი“ ითვლება.

სერხიო რეგილონი, რომელმაც „სევილიაში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, „რეალის“ საკუთრებაა და მასთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები