Aa
Aa

პირლოს პირველი სამიზნე - იუვე ტონალის ტრანსფერზე იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლოს პირველი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია.

Sportitalia, Tuttosport-ი და Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ვეკია სინიორა“ 20 წლის სანდრო ტონალის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და მასზე მუშაობის დაწყებასაც გეგმავს.

აღნიშნული გამოცემების ცნობით, ტურინელები ტონალის თაობაზე „ბრეშას“ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან. მათი მთავარი კონკურენტი „ინტერია“, რომელიც ნიჭიერ შუახაზელს ასევე სერიოზულად უმიზნებს.

ტურინული Tuttosport-ი იმასაც წერს, რომ თუკი „იუვეს“ ტონალის გადაბირება არ გამოუვა, გუნდი სათადარიგო ვარიანტად „სასუოლოს“ საყრდენ მანუელ ლოკატელის მოიაზრებს.

ტონალის ამჟამინდელ კლუბ „ბრეშასთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელი სააგენტო transfermarkt-ზე 31.5 მილიონ ევროდ ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები