Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  15:25

ევროპა ლიგის წილისყრა - ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩვენი ქვეყნიდან ტურნირზე ბათუმის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "საბურთალო" ასპარეზობენ.

კენჭისყრის შედეგად, ბათუმის "დინამოს" მეტოქედ ებრაული "ჰაპოელ ბეერ შევა" ერგო. თანაც, აჭარელებს მატჩის ჩატარება ისრაელში მოუწევთ. ებრაელებს საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაც თუნდაც ბოლო წლებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რამდენჯერმე გასვლასა და ისრაელის ჩემპიონატის ზედიზედ 3-ჯერ (2015-16; 2016-17 და 2017-18) მოგებაში გამოიხატება. "ჰაპოელმა" ისრაელის ლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.

"ლოკომოტივის" მოწინააღმდეგე რუმინული "უნივერსიტატეა კრაიოვა" იქნება. თამაში თბილისში შედგება. "უნივერსიტატეას" კონკრეტულად ევროპა ლიგის (ამ სახელით და ფორმატით) ჯგუფურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ისე კი, 70-იან და 80-იან წლებში ევროტურნირებზე ძალიან ხშირად გამოდიოდა. გუნდმა რუმინეთის ჩემპიონატში, რომელიც ახლახანს დასრულდა, მე-2 ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება "საბურთალოს", დედაქალაქელები პირველ ეტაპზე კვიპროსულ "აპოლონს" დაუპირისპირდებიან. თამაში ლიმასოლში გაიმართება. "აპოლონი" ბოლო წლებში ევროპა ლიგის სტაბილური მონაწილეა და 2010 წლიდან მოყოლებული ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 4-ჯერ ითამაშა - ბოლოს 2018-19 წლების სეზონში. კვიპროსის ჩემპიონატის 2019-20 წლების სეზონი ნაადრევად შეწყდა, იმ მომენტში "აპოლონი" მე-4 ადგილზე.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანია და ყველა შეხვედრა 27 აგვისტოს ჩატარდება. თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო და თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა, მეორე ეტაპზე გამსვლელს უკვე პენალტების სერია გაარკვევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში