ევროპა ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ევროპა ლიგა: ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

უეფას ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' აზერბაიჯანულ ან ებრაულ კლუბს შეხვდება. გია გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეებია:

ნეფთჩი (აზერბაიჯანი)

კეშლა (აზერბაიჯანი)

ბეერ-შევა აპოელი (ისრაელი)

საქართველოს თასის მფლობელი ''საბურთალო'' ებრაულ, კვიპროსულ ან სომხურ კლუბს შეხვდება. თემურ შალამბერიძის გაწვრთნილი გუნდის სავარაუდო მეტოქეებია:

ჰაიფას მაქაბი (ისრაელი)

აპოლონი (კვიპროსი)

ალაშკერტი (სომხეთი)

გიორგი ჭიაბრიშვილის თბილისის ''ლოკომოტივის'' სავარაუდო მეტოქეები ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე:

უნივერსიტატია (რუმინეთი)

შკენდია (ჩრდილოეთ მაკედონია)

ბაჩკა-ტოპოლა (სერბეთი)

ქაირათი (ყაზახეთი)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 10 აგვისტოს უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში გაიმართება და თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები