Aa Aa
7 აგვისტო 2020  |  20:07

ბეილი გოლფით ერთობა - რატომ დარჩა უელსელი მადრიდში?

„რეალის“ ფეხბურთელი, გარეტ ბეილი „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. საქმე ამჯერადაც გოლფს ეხება. El Chiringuito TV-მ ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ასახულია, რომ „სიტისთან“ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, უელსელი გოლფით ერთობა.

Marca-ს ინფორმაციით, ვიდეო დაახლოებით იმ დროსაა გადაღებული, როცა ზინედინ ზიდანი საკუთარ ფეხბურთელებს მატჩის შესახებ ესაუბრებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბი“ ბრიტანეთში 31 წლის შემტევის გარეშე გაემგზავრა და „ზიზუს“ თქმით, ბეილმა განაცხადს მიღმა დარჩენა თავად ისურვა. ესპანური პრესის ცნობით, უელსელი დარწმუნებული იყო, რომ „ქალაქელებთან“ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე გაატარებდა და „ნისლიან ალბიონზე“ სწორედ ამიტომ არ ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა „სიტისთან“ მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია და მათ შორის ბეილთან ერთად ხამეს როდრიგესიც ვერ მოხვდა. ფრანგი სპეციალისტის გუნდი „ქალაქელებს“ დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში