Aa
Aa

"რეალის" ვარსკვლავს მოკვლით ემუქრებიან

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავს, ხამეს როდრიგესს მუქარის წერილი მიუვიდა, რომელშიც მას მოკვლით ექმუქრებიან. 

ხამესის დედამ, პილარ რუბიო გომესმა, გუშინ წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ უცნობი პირი ფეხბურთელის სახლთან მივიდოდა და მის ყველა ოჯახის წევრს მოკლავდა. 

აღნიშნული საქმე პოლიციას უკვე გადაეცა, იქამდე კი, ხამესი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან კოლუმბიაში ასეთი ხუმრობები დიდად არ უყვართ. საკმარისია გავიხსენოთ 1994 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ავტოგოლის გამტანი, კოლუმბიის ნაკრების წევრი, ანდრეს ესკობარი, ერთ-ერთმა ქომაგმა პირდაპირ აეროპორტში გამოასალმა სიცოცხლეს. 

 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები