ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რეალმა" კროოსთან შეთანხმებას მიაღწია!

მადრიდული გამოცემის, marca-ს ცნობით, "რეალმა" თავის გერმანელ ნახევარმცველთან, ტონი კროოსთან გრძელვადიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. 

26 წლის კროოსს "სამეფო კლუბთან", ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. დღევანდელი ინფორმაციით კი, მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება კიდევ 2 წლით, 2022 წლამდე გახანგრძლივდება. 

კროოსი კონტრაქტს ხელს ხვალ ადგილობრივი დროით 13 საათზე მოაწერს, რის შემდეგაც, პრესასთან ოფიციალურ კომენტარსაც გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ კროოსის შეძენას, ზაფხულში პეპ გვარდიოლას მოთხოვნით "სიტი" ცდილობდა. ამ ამბით კი, ყოველგვარ სატრანსფერო ჭორსა თუ მართალს წერტილი დაესვა. 

 

მომზადებულია marca.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები