საქართველოს და რუსეთის მატჩი ამჯერად პარლამენტის არჩევნების გამო გადაიდება
Aa
Aa

საქართველოს და რუსეთის მატჩი ამჯერად პარლამენტის არჩევნების გამო გადაიდება

რუსული მედიის ინფორმაციით „რაგბი ევროპამ“ საქართველოსა და რუსეთის გადადებული მატჩი 31 ოქტომბერს ჩანიშნა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით რაგბის კავშირი მოცემულ თარიღს არ დათანხმდება,რადგან 31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.

გიორგი გორგასლიძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

შეგახსენებთ,რომ ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, 14 მარტს აღარ გაიმართულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები