ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "საუკეთესო ფორმაში ვარ, მას შემდეგ რაც პსჟ-ში გადმოვედი"

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად ტურნირის მოგებაზე საუბარი დაიწყო და ქომაგები დააიმედა.

პსჟ-ს ბრაზილიელმა ათიანმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

„ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ბედნიერი და რთული მომენტები მქონდა, განსაკუთრებით, როცა ტრავმების გამო თამაშს ვერ ვახერხებდი.

ჩემი თანაგუნდელების დახმარებით შევძელი კონცენტრაცია მომეხდინა მთავარ მიზანზე - ტიტულების მოგებაზე.

ჩვენი და ნებისმიერი გუნდის ქომაგები ნახავენ, თუ როგორ ვიბრძოლებთ ყოველი მატჩისთვის. საუკეთესო ფორმაში ვარ, მას შემდეგ რაც პსჟ-ში გადმოვედი. გუნდი კი როგორც ერთი ოჯახი ისეა.

ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს. ჩვენ ვიბრძოლებთ რადგან ტიტულთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალურ მატჩს 12 აგვისტოს ატალანტას წინააღმეგ გამართავს. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში „ატლეტიკოსა“ და „ლაიპციგს“ შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები