Aa Aa
4 აგვისტო 2020  |  21:04

„ყველაზე ღრმა ოკეანეში ჩავიყვან და დავახრჩობ" - ხაბიბი გეიჯის აფრთხილებს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მომდევნო ოპონენტი, ჯასტინ გეიჯი გააფრთხილა. „არწივმა“ UFC-ის კომენტატორის, ჯო როგანის მიერ „ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი დატოვა და 24 ოქტომბერს გასამართ ბრძოლას შეეხო.

„ჯასტინი ძალიან კარგი ბიჭი და შესანიშნავი მეტოქეა, მაგრამ როცა ოქტაგონის კარი დაიხურება, ის მხოლოდ კრივისთვის არ უნდა იყოს მზად. მე არც დასტინი (პორიე) ვარ და არც ტონი (ფერგიუსონი). მე მას ყველაზე ღრმა ოკეანეში ჩავიყვან და დავახრჩობ“.

 

 

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვს კარიერაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთხელ დამარცხებულა. გეიჯის რაც შეეხება, ამერიკელის ანგარიშზე 22 მოგება და 2 წაგებაა. ხაბიბმა UFC-ში ბოლოს 2019 წლის 7 სექტემბერს იჩხუბა და დასტინ პორიე დაამარცხა. გეიჯიმ კი ბოლო ჯახი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გამართა და ყველასთვის მოულოდნელად „ელ კუკუის" დამაჯერებლად სძლია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში