Aa Aa
4 აგვისტო 2020  |  13:15

დე ხეას ორეული - ესპანელის გაოცებული პოსტი

ათი წლის წინ შოტლანდიური „როს კაუნთი“ თასის ფინალში გავიდა,ხოლო 4 წლის წინ ლიგის თასი მოიპოვა. ეს არის მთავარი ჯილდოები 6 ათასიანი ქალაქ დინგოულის.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სტუარტ კეტვილია ,რომელიც ადრე გუნდის ღირსებას იცავდა და „როს კაუნთის“ მაისური 130-ჯერ მოირგო.  2016 წელს ის სათავეში დუბლ შემადგენლობას ჩაუდგა. 2 წლის შემდეგ კი სპეციალისტი მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა,სადაც ბოლო გათამაშებაში მე-10 ადგილი დაიკავა.

პირველი ტურის შემდეგ შოტლანდიელი სპეციალისტი ყურადღების ცენტრში მოექცა. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მისი და „მანჩესტერ იუნატედის“ მეკარის ესპანელი დავიდ დე ხეას მსგავსებით.

ასევე ამ ფაქტს გამოეხმაურა თვითონ დე ხეაც და სოციალურ ქსელში სტუარტის ფოტო გაოცებული „ემოჯით“ გააზიარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები