Aa
Aa

იუნაიტედი სანჩოს შეუთანხმდა - ჯერი დორტმუნდთან ფასზე მოლაპარაკებაზეა

ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოსთან კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან ახლოსაა. მხარეები 5-წლიან ხელშეკრულებაზე საუბრობენ, რომლის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

„მანკუნიანელები“ პარალელურად „დორტუნდთან“ სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებებს მართავენ და გერმანელთა რამდენიმეკვირიანი პრინციპულობის მიუხედავად, ფასის დაკლების იმედი აქვთ.

„ყვითლები“ თავიდანვე მოთხოვნილ 120 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან, ინგლისელებს კი თანხის დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე დაწევა სურთ. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებმა ანალოგიური ტაქტიკა უსმან დემბელეს ტრანსფერის დროსაც გამოიყენეს და საერთო ჯამში მიღებული 140 მილიონი ევროთი მიზანსაც მიაღწიეს.

თუკი მანჩესტერელებს სანჩოს გადაბირება არ გამოუვიდათ, ისინი სათადარიგო ვარიანტად „ბაიერნის“ ვინგერ კინგსლი კომანს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები