Aa
Aa

დაბრუნება 9 წლის შემდეგ! - სტეკელენბურგი ისევ აიაქსელია

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მეკარე, მაარტენ სტეკელენბურგი ამსტერდამის „აიაქსის“ რიგებს 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ვეტერანმა კარის დარაჯმა მშობლიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდე გააფორმა. „აიაქსმაც“ მისი გადაბირების შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა.

ამსტერდამელთა ძირითად მეკარე ანდრე ონანას ლონდონის „ჩელსისა“ და სხვა კლუბებს უკავშირებენ, შესაბამისად, არაა გამორიცხული, სტეკელენბურგს მომდევნო სეზონის პირველი გოლკიპერის სტატუსით დაიწყება მოუწიოს.

სტეკელენბურგი სექტემბერში 38 წლის ხდება, იგი კარიერის განმავლობაში „რომას“, „ფულემის“, „მონაკოს“, „საუთჰემპტონისა“ და „ევერტონის“ ღირსებას იცავდა, ფეხბურთის თამაში კი სწორედ „აიაქსში“ დაიწყო და მთავარ გუნდში 10 სეზონი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები