Aa Aa
2 აგვისტო 2020  |  13:23

''შემდეგ წელს პირველ რაუნდში ამირჩევენ'' - მამუკელაშვილმა წლევანდელ დრაფტზე უარი თქვა

21 წლის მძიმე ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე წელს NBA-ს დრაფტზე უარი თქვა და შემდეგ სეზონს კვლავ ''სეტონ ჰოლში'' გაატარებს, რომელიც NCAA-ში გამოდის.

მამუკელაშვილი NBA-ს დაახლოებით 20 გუნდს ესაუბრა. Nypost-ის ცნობით NBA-ს ორი გუნდი ქართველს დრაფტის მეორე რაუნდში არჩევასაც დაპირდა, თუმცა საბოლოოდ მამუკელაშვილმა ერთი სეზონით ''სეტონ ჰოლში'' დარჩენა გადაწყვიტა, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ნიჭიერი კალათბურთელი დრაფტის შემჭიდროვებულ 70-კაციან სიაში ვერ მოხვდა.

''NBA-ს კლუბების მხრიდან დიდი ინტერესი იყო, რაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ თუ ''სეტონ ჰოლში'' ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენ, შემდეგ წელს დრაფტზე პირველ რაუნდშიც ამირჩევენ. მინდა ''სეტონ ჰოლში'' ჩემი კვალი დავტოვო, ნამდვილი ლიდერი გავხდე და იმას მივაღწიო, რაც გასულ სეზონში ვერ შევძელი.

რამდენიმე თანაგუნდელის წასვლის შემდეგ გუნდში ლიდერის ფუნქცია უნდა შევასრულო, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.''

ახალ სეზონში ''სეტონ ჰოლში'' მამუკელაშვილის როლი გაიზრდება, რადგან სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე გუნდიდან წავიდა და გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრი ქართველი კალათბურთელია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში