შაქარაშვილის საქმე - დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება
Aa
Aa

შაქარაშვილის საქმე - დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.

დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები