მოულოდნელი გადაწყვეტილება - გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა
Aa
Aa

მოულოდნელი გადაწყვეტილება - გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურია. გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა, რაც რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ნიაზ მამრიკიშვილი სვანიძის გადადგომის მიზეზად ქართულ რაგბიში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ასახელებს.

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, მოყვება თუ არა მის წასვლას ორგანოში სხვა საკადრო გადაადგილებები.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, რაგბის კავშირს რამდენიმე კაცისგან შემდგარი საბჭო უხელმძღვანელებს. არჩევნები კი, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩაშლილ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და სწორედ ექს-პრეზიდენტი სვანიძე იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები