Aa
Aa

კონტე: მესის ტრანსფერზე: "დუომოს გადაადგილება უფრო მარტივია, ვიდრე მესის გადმოყვანა"

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ლიონელ მესის „ინტერში“ შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს. „კონტისიმემ“ კი ჟურნალისტებს ხუმრობით მოკლედ უპასუხა.

„ვფიქრობ, მესის გადმოყვანის ორივე სცენარი საკმაოდ არარეალურია. უფრო მარტივია გადაადგილო დუომო, ვიდრე მესის „ინტერში“ ტრანსფერი გაჩარხო“.

რაც შეეხება ნახსენებ ორ სცენარს: Sky Sport Italia-მ დაწერა, რომ „შავ-ლურჯები“ არგენტინელის შესაძენად პირდაპირ თანხას გამოიყენებენ ან „ბარსელონას“ დაუთმობენ ოთხ ისეთ ფეხბურთელს, რომლის ფასიც 50 მილიონი ევროა.

ასევე, იტალიის საზოგადოებრივმა არხმა, Rai-მ 24 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ მესის მამა ხორხე აგვისტოში მილანში ჩასვლასა და იქ დაბინავებას გეგმავს, რათა „ინტერთან“ პოტენციურ ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართოს.

Rai-ს ამ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი და Tuttomercatoweb-იც ადასტურებენ და ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ესპანეთთან შედარებით იტალიაში დაბალი გადასახადებია. გვახსოვს, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს ამ მხრივ სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები