Aa
Aa

MLB დაბრუნდა - სეზონის პირველ შეხვედრაში იანკისმა ნეიშენალსი დაამარცხა

გამთენიისას MLB-ის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დაიწყო. გახსნითი მატჩი „ნეიშენალს პარკზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ვაშინგტონ ნეიშენალსი“ და „ნიუ იორკ იანკისი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა და უამინდობის გამო 5 ინინგის შემდეგ დასრულდა. გამარჯვებულად „იანკისი“ გამოცხადდა, რომელიც მატჩის შეწყვეტისას მოქმედ ჩემპიონს 4-1-ს ამარცხებდა.

ნიუ იორკის რიგებში სამი არბიაით ჯანკარლო სტენტონი გამოირჩა. 30 წლის მოთამაშემ ჰოუმ რანი და სინგლი გაიფორმა, ხოლო მეოთხე ქულა აარონ ჯაჯის დამსახურება გახლდათ. „ვაშინგტონის“ მხრიდან ერთადერთი შედეგიანი დარტყმა ადამ იტონის ანგარიშზეა. „ნეიშენალსის“ აუტფილდერმა პირველ ინინგში ჰოუმ რანი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო MLB-ის რეგულარულ სეზონში 162-ის ნაცვლად, 60 შეხვედრა გაიმართება. პლეიოფში კი, რომელიც 29 სექტემბრიდან დაიწყება, 10-ის ნაცვლად 16 გუნდი გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები