სიეტლ კრაკენი - ახალი გუნდი NHL-ში
Aa
Aa

სიეტლ კრაკენი - ახალი გუნდი NHL-ში

2021-22 წლების სეზონიდან NHL-ში 32 გუნდი იასპარეზებს. 2018 წელს ჰოკეის ნაციონალური ლიგის წარმომადგენლებმა გუნდების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტეს და 650 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ქალაქ სიეტლს უფლება მიეცა თავისი გუნდი ჰყოლოდა.

დღეს, ამ გუნდის მეტსახელი გახდა ცნობილი და ჰოკეის გულშემატკივრებმა მისი ლოგო და სათამაშო ფორმაც იხილეს. 2021-22 წლების სეზონიდან NHL-ში „სიეტლ კრაკენი“ იასპარეზებს, რომლის საშინაო ფორმაც მუქ ლურჯში და ღია ცისფერშია გადაწყვეტილი.

გუნდის წარმომადგენლების თქმით, მათ „კრაკენი“ 1200 ვარიანტიდან ამოარჩიეს და იმედი აქვთ, რომ მოთამაშეები მეტსახელს გაამართლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები