Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  11:00

"ცსკა"-ს პრეზიდენტი - "სალომე ზურაბიშვილის კრიტიკამ ძალიან გამაკვირვა"

საკალთბურთო კლუბ ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას ტრასნფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

სიმართლე გითხარათ თავიდან შენგელიას კრიტიკას სერიოზულად ვერ ვუყურებდი. ინტერნეთ სივრცეში წარმატებული პერსონის გაკრიტიკება ჩვეულებრივი ამბავია. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოდან. მაგალითად იოსებ აფციაური,რომელიც მეხმარებოდა მოლაპარაკებების დასაწყისში თოკოსთან მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართულად მიმეწერა.

მჯერა,რომ უფრო მეტ ადამიანს უხარია საკუთარი ნაკრების კაპიტნის წარმატება და მას ყველაფერ კარგს უსურვებენ. მაგრამ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა შენგელიას გადაწყვეტილება გააკრიტიკა,მაშინ ძალიან გამიკვირდა და ალბათ საქართველოშიც იქნებოდნენ გაკვირვებული ხალხი.

როგორც აღნიშნა თოკომ მისთვის უცნაური ,რომ მას უწევს საკუთარი პატრიოტიზმის დაცვა. შენგელიამ პირველივე რაც მოითხოვა იყო,რომ ჩვენ ყველა სანაკრებო მატჩზე ის გაგვეშვა,რაც მე და კლუბმა გავითვალისწინეთ. ჩვენ პოლიტიკიდან შორს ვართ,უბრალოდ ვაპირებთ კაათბურთის თამაშს,ტიტულების მოპოვებას და გულშემატკივრების გახარებას.

ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოს. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ველოდებით ყველა ქართველს თოკოს შეხვედრებზე. საქართველო უნდა ამაყობდეს ესეთი სპორტსმენით,როგორიც არის თორნიკე შენგელია“-განაცხადა ვატუნინმა

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს და რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას კვლავ აგრძელებს, საქართველოს მტრის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა გააკრიტიკა.

შეგახსენებთ,2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები