Aa
Aa

სიტის გრანდიოზული გეგმები - ქალაქელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ

Daily Mail იტყობინება, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ „სიტის“ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, „ქალაქელებმა“ შემადგენლობის გაძლიერება და ტრანსფერებზე უზარმაზარი თანხების დახარჯვა გადაწყვიტეს.

„სიტი“ გუნდის რამდენიმე ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მინიმუმ ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ კევინ დე ბრუინთან, რაჰიმ სტერლინგთან და გაბრიელ ჟეზუშთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

ტრანსფერებს რაც შეეხება, „სიტი“ მინიმუმ 2 უკანახაზელისა და სერხიო აგუეროს შემცვლელის დამატებაზეა ორიენტირებული. ბრიტანული ტაბლოიდის ცნობით, „ქალაქელთა“ რადარზე დავიდ ალაბა, კალიდუ კულიბალი, ფერან ტორესი და ლაუტარო მარტინესი არიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანჩესტერელები არც პეპ გუარდიოლას გაშვებას აპირებენ. კატალონიელ სპეციალისტს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა Daily Mail იტყობინება, რომ „სიტი“ გუარდიოლას კლუბში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენას აუცილებლად შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები