გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა
Aa
Aa

გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

პოლონეთის ექსტრაკლასას სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ლეგიამ“ „კრაკოვია“ 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ვაკო გვილიას ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ვარშავულ კლუბთან ერთად პოლონეთის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

35-ე ტურის დასრულების შემდეგ, ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა გვილია სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

გვილიამ ხსენებული მატჩი სასტარტოში ითამაშა, 75-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 94-ე წუთზე მწვრთნელმა იგი შეცვალა.

მიმდინარე სეზონში ვაკო გვილიამ ყველა ტურნირის ჩათვლით 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა.

ვარშაველებმა 35 ტურის შემდეგ 68 ქულა დააგროვეს და ჩემპიონობა ისტორიაში მეცამეტედ იზეიმეს. გვილია კი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურში მეოთხედ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები