სერჟ ორიეს ძმა ტულუზაში მოკლეს
Aa
Aa

სერჟ ორიეს ძმა ტულუზაში მოკლეს

ლონდონის "ტოტენჰემის" მცველის სერჟ ორიეს ძმა კრისტოფერ ორიე ტულუზაში მოკლეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით ტრაგიკული ამბავი დღეს გამთენიისას ღამის კლუბში მოხდა.

ფეხბურთელის ძმას ტყვია მუცლის არეში მოხვდა. კრისტოფერი საავადმყოფოში გადაიყვანეს,მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი ძებნა მიმიდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები