Aa Aa
13 ივლისი 2020  |  11:52

არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა - ბროზოვიჩს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ ხორვატ ნახევარმცველ მარსელო ბროზოვიჩს პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა.

გამოცემის თქმით, შაბათს დილას ბროზოვიჩი საკუთარი როლს როის კულინანით მილანის ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა და შუქნიშნის წითელ შუქსაც არ ითვალისწინებდა.

სამართალდამცავებმა 27 წლის ხორვატი გააჩერეს და აღმოჩნდა, რომ იგი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რის შემდეგაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

ამის მიუხედავად, ანტონიო კონტემ ბროზოვიჩი „ტორინოსთან“ დღეს გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები