სიჭინავას ბრწყინვალე გოლი აკრობატულ სტილში
Aa
Aa

სიჭინავას ბრწყინვალე გოლი აკრობატულ სტილში

უკრაინის რანგით მეორე ლიგაში 25 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 21 მატჩში გატანილი 16 გოლით სიჭინავა ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

23-ე ტურში ''ინგულეცმა'' სტუმრად ერთ-ერთი კონკურენტი ''ვოლინი'' მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველივე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შეაგდო. სიჭინავას გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ''მაკრატელა'' დარტყმით გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.

ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული უკრაინის რანგით მეორე ლიგაში ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონი მის კარიერაში ყველაზე შედეგიანია.

2018-19 წლების სეზონში ''ინგულეცი'' უკრაინის თასის ფინალში გავიდა, სადაც დონეცკის ''შახტართან'' დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა ''შახტარმა'' 4:0 მოიგო. გამარჯვებულთა მხრიდან ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო სიჭინავა მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები