''სოლიდარობა და თანადგომა შაქარაშვილის ოჯახს'' - კაშიას და ყაზაიშვილის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  10:17

''სოლიდარობა და თანადგომა შაქარაშვილის ოჯახს'' - კაშიას და ყაზაიშვილის ღირსეული ჟესტი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ''სან ხოსემ'' ოფიციალური მატჩი ჩაატარა. MLS-ის თასის B ჯგუფის პირველ მატჩში, ფლორიდაში, ESPN-ის სპორტულ კომპლექსში ''სიეტლისა'' და ''სან ხოსეს'' დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

''სან ხოსეს'' სასტარტო შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია მოხვდნენ. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ყაზაიშვილმა მინდორი 85-ე წუთზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მაისურს გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დააწერეს. ამ ფორმით კაშიამ და ყაზაიშვილმა ''საბურთალოს'' 19 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გულისტკივილი გამოხატეს.

კაშიამ Instagram-ის საშუალებით შაქარაშვილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა:  ''ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს''.

ყაზაიშვილმა ოფიციალურ ''ფეისბუქის'' გვერდზე დაწერა: ''ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა მაისური გიორგი შაქარაშვილის წარწერით Instagram-ში ატვირთა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები