კენჭისყრის დროს ევროპა ლიგის თასს „ხელმოცარულთა თასი
Aa
Aa
10 ივლისი 2020  |  20:16

კენჭისყრის დროს ევროპა ლიგის თასს „ხელმოცარულთა თასი" უწოდეს

დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მერვედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების კენჭისყრა გაიმართა. ცერემონია, რომელსაც პედრუ პინტუ უძღვებოდა, მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და ერთ-ერთ მომენტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ევროპა ლიგის კენჭისყრის დაწყებამდე, „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტომას ჰელმერმა პედრუ პინტუს ჯორჯო მარკეტიზე მიანიშნა და ჰკითხა: „იცი, ევროპა ლიგის თასს რას უწოდებს? ხელმოცარულთა თასს“.

მარკეტის ჰელმერის კომენტარი ნამდვილად არ ესიამოვნა. „ბაიერნის“ ექს-ფეხბურთელმა კი, სიცილი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები ასეთი გახლავთ.

პირველი წყვილი: ვოლფსბურგი/დონეცკის შახტარი - ბაზელი/ფრანკფურტის აინტრახტი

მეორე წყვილი: ლასკ/მანჩესტერ იუნაიტედი - ბაშაქშეჰირი/კოპენჰაგენი

მესამე წყვილი: მილანის ინტერი/ხეტაფე - რეინჯერსი/ლევერკუზენის ბაიერი

მეოთხე წყვილი: ოლიმპიაკოსი/ვულვზი - სევილია/რომა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები