ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები მასპინძელი გუნდების სტადიონებზე გაიმართება
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩები მასპინძელი გუნდების სტადიონებზე გაიმართება

UEFA-მ რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩები მასპინძელი გუნდების სტადიონებზე გაიმართება.

ამრიგად „სიტი“ „რეალს“ „ემირეითს სტედიუმზე“ უმასპინძლებს. „ბარსელონა“ „ნაპოლის“ „კამპ ნოუზე“ მიიღებს, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ კი, საკუთარ კედლებში „ჩელსისა“ და „ლიონს“ დაუხვდებიან.

როგორც ლისაბონში, ისე გერმანიაში, სადაც ევროპა ლიგის შეხვედრები უნდა გაიმართოს, მატჩები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. თარიღებს რაც შეეხება, განმეორებითი შეხვედრები 7-8 აგვისტოს გაიმართება. ლისაბონში რვათ ტურნირი 12 აგვისტოს დაიწყება და 1/4 ფინალური ეტაპი 15-ში დასრულდება. ნახევარფინალებს 18-19 აგვისტოს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ UEFA ევროპა ლიგაზეც იმავე პრინციპს გამოიყენებს, ხოლო ის წყვილები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო პირველი შეხვედრის გამართვა ვერ მოასწრეს, საუკეთესოს ვინაობას გერმანიაში გაარკვევენ და ერთმატჩიან დაპირისპირებებს გამართავენ. ასეთი ორი წყვილია. „რომა“ – „სევილია“ და „ინტერი“ – „ხეტაფე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები