იუვემ ჩელსის რემზი შესთავაზა - სარის ჟორჟინიოს გადაბირება სურს
Aa
Aa

იუვემ ჩელსის რემზი შესთავაზა - სარის ჟორჟინიოს გადაბირება სურს

იტალიური პრესის ინფორმაციით, აარონ რემზის ტურინული თავგადასავალი დასასრულს უახლოვდება. Tuttosport იტყობინება, რომ „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის ჟორჟინიოს გადაბირება სურს და ტრანსფერში აარონ რემზის ჩართვას გეგმავს.

„ბიანკონერის“ თავკაცი ჟორჟინიოსთან ერთად „ნაპოლიში“ და „ჩელსიში“ მუშაობდა და მის მიმართ სიმპათიები აქვს. თანაც იტალიელი ნახევარმცველი „ლურჯების“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და არაა გამორიცხული ლამპარდმა მისი გასხვისება გადაწყვიტოს.

Tuttosport-ის ცნობით, „ბებერმა ქალბატონმა“ „არისტოკრატებს“ არჩევანის გაკეთება შესთავაზა. „ჩელსის“ შეუძლია ან რემზი, ან რაბიო გადაიბიროს და ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ეს ლონდონელთა დასაყოლიებლად საკმარისი იქნება.

ჟორჟინიო „ჩელსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მაურიციო სარის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. რემზის რაც შეეხება, იგი „ნისლიან ალბიონზე“ 11 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და „არსენალის“ რიგებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები