''მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია, უნდა გვიხაროდეს'' - კახა შენგელია შვილის ტრანსფერზე
Aa
Aa

''მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია, უნდა გვიხაროდეს'' - კახა შენგელია შვილის ტრანსფერზე

თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია შვილის მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს ეხმაურება. კახა შენგელია ტელეკომპანია ''მთავარს'' ესაუბრა.

''ერთი წამით ჩამოვაშოროთ პოლიტიკა ყველაფერ ამას და მივხვდებით, რომ სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ მოსალოცი ამბავია და მეტი არაფერი. უნდა გაგვიხარდეს, რომ  თორნიკე ასეთ კლუბში მოხვდა.

ძნელია სამწუხაროდ ჩამოშორება, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, რომ დღესდღეობით ჩამოშორება ძნელია. ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის განცხადებაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ. სამწუხარია, თუ ასე ფიქრობს და რავიცი, ალბათ კომპენსირებას გავაკეთებთ იმით, რომ მოვიგებთ ევროლიგას და ქართულ დროშას ავაფრიალებთ მოსკოვში. ეს არის ჩემი კომენტარი.''

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს, რუსეთის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა სრულიად დამსახურებულად გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები