ზივზივაძე ნახევარი მილიონ ევროდ უნგრეთის ვიცე-ჩემპიონში გადადის
Aa
Aa

ზივზივაძე ნახევარი მილიონ ევროდ უნგრეთის ვიცე-ჩემპიონში გადადის

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას ''მოლ ფეჰერვარში'' გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ''მეზოკოვეშდის'' რიგებში გაატარა და პირველ უნგრულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა შედეგიანმა თამაშმა ''მოლ ფეჰერვარის'' მხრიდან ინტერესი გააჩინა და მოთამაშე უნგრეთის ვიცე-ჩემპიონთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის სავარაუდო თანხა ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ''მეზოკოვეშდი'' უნგრეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, ''მოლ ფეჰერვარმა'' კი მეორე ადგილი დაიკავა.

ამჟამად ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში არ იმყოფება, ყოფილ თანაგუნდელ ბაჩანა არაბულს საბერძნეთში ესტუმრა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ ზივზივაძე ''მოლ ფეჰერვართან'' სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზივზივაძეს თბილისის ''დინამოში,'' ქუთაისის ''ტორპედოსა'' და ''სამტრედიაში'' უთამაშია. 2017 წელს კარიერა დანიურ ''ესბიერგში'' გააგრძელა, თუმცა დანიურ კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო.

მას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ეროვნული გუნდის მაისურით ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები