ჭანტურია საქართველოში დარჩება? - დილასთან მოლაპარაკებები აქტიურ ეტაპზეა
Aa
Aa

ჭანტურია საქართველოში დარჩება? - დილასთან მოლაპარაკებები აქტიურ ეტაპზეა

CrystalSport-ის ინფორმაციით, იტალიური "ემპოლისა" და პორტუგალიური "ოლიანენსეს" ყოფილი შემტევი, რომან ჭანტურია გორის "დილასთან" აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჭანტურიასა და გორელთა წარმომადგენლებს შორის საუბარი სერიოზულ ეტაპზეა და დიდი შანსია, 24 წლის ფეხბურთელმა კარიერა სწორედ შიდა ქართლურ კლუბს დაუკავშიროს. 

ახალგაზრდა თავდამსხმელი 2019 წლის ივნისამდე "ემპოლის" საკუთრება იყო, იტალიელებმა ის ბოლოს გაანათხოვრეს ბათუმის "დინამოში", რომლის რიგებიც 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსითაა.

რომან ჭანტურია ემპოლელთა ძირითად გუნდში 2015 წლიდან ირიცხებოდა, მას შემდეგ კლუბმა იგი "ოლიანენსეში", იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ "პრატოში", თბილისის "ლოკომოტივში", მალტურ "სენგლეასა" და უკვე ნახსენებ ბათუმის "დინამოში" გაანათხოვრა.

თუკი გარიგება შედგა, "დილასთვის" ბოლო პერიოდში ჭანტურია მეორე ტრანსფერი იქნება - გუნდმა ივნისში, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, ირაკლი ლეკვთაძე დაიმატა.

"Crystalbet ეროვნული ლიგის" 4 ტურის შემდეგ "დილას" 8 ქულა აქვს და თბილისის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონატის თანალიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები