საქართველო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გარეშე - მსოფლიო რაგბის უხეში შეცდომა
Aa
Aa

საქართველო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გარეშე - მსოფლიო რაგბის უხეში შეცდომა

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ქართველ გულშემატკივართა შორის დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

World Rugby-მ სოციალურ ქსელებში მსოფლიოს რუკა განათავსა, რომელზეც ასახული იყო თუ სხვადასხვა ქვეყანაში 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე მორაგბეს რას უწოდებენ.

რუკაზე საქართველოც მოხვდა, სადაც 10 ნომერს მგეზავად მოიხსენიებენ, თუმცა ჩვენი ქვეყნის რუკა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეშე იყო წარმოდგენილი. ეს ორი რეგიონი რუკაზე საქართველოსგან საზღვრებით გახლდათ გამოყოფილი.

მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ შეცდომა მალევე გამოასწორა და რამდენიმე წუთის შემდეგ სოციალურ ქსელებში ახალი რუკა გავრცელდა, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული არ გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები