გიორბელიძე ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

გიორბელიძე ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს

გორის ''დილას'' მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ''ვოლფსბერგში'' გააგრძელებს. ამ ეტაპზე სატრანსფერო თანხის ღირებულება უცნობია. ინფორმაცია ავსტრიული გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

24 წლის გიორბელიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს-მცველია. 2014-18 წლებში ბოლნისის ''სიონში'' ასპარეზობდა, 2019 წლიდან კი გორის ''დილას'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია.

აღსანიშნავია, რომ ''ვოლფსბერგმა'' 2019-20 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და გერმანული ''გლადბახი'' სტუმრად დიდი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.

გიორბელიძის გუნდი გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონშიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩემპიონი 50 ქულით ''ზალცბურგი'' გახდა, მეორე პოზიცია ვენის ''რაპიდმა'' 38 ქულით დაიკავა, რომელსაც გიორბელიძის გუნდი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა.

''ვოლფსბერგის'' მთავარი ფიგურა ებრაელი შონ ვაისმანია, რომელმაც 2019-20 წლების სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის 31 მატჩში 30 გოლი შეაგდო.

''ვოლფსბერგის'' მთავარი მწვრთნელია ფერდინანდ ფელდჰოფერია, რომელიც 2001-02 წლებში დავით მუჯირთან ერთად გრაცის ''შტურმში'' ასპარეზობდა. გარდა ამისა გრაცულ კლუბში გიორგი შაშიაშვილთან (2007-09), ილია კანდელაკთან (2008-10) და გიორგი ფოფხაძესთან (2011-12) ერთად თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები