Aa
Aa

ინტერის ისტორიაში მე-4 - ლუკაკუს გამორჩეული შედეგი

რომელუ ლუკაკუმ სერია A-ს 30-ე ტურში „ბოლონიას“ გაუტანა და „ინტერის“ ისტორიაში გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ბელგიელმა ფორვარდმა „ლეგა კალჩოს“ მიმდინარე გათამაშებაში 20 გოლი მოაგროვა და იგი „ნერაძურის“ ისტორიაში მხოლოდ მე-4 მოთამაშეა, რომელმაც სადებიუტო სეზონში ჩემპიონატში ამდენი ბურთი შეაგდო.

1930 წელს ანალოგიური შედეგი ლეგენდარულ ჯუზეპე მეაცას ჰქონდა, 1949 წელს სტეფანო ნიერსი გამოირჩა, 1998 წელს კი - რონალდო ლუის ნაზარიო.

ლუკაკუ სერია A-ს ბომბარდირთა დავაში 5 გოლით - რონალდუს, ხოლო 9 გოლით იმობილეს ჩამორჩება. ბელგიელმა ამ სეზონში 2-2 ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და იტალიის თასზეც გაიტანა.

„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და „ატალანტას“ უკვე მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. მილანელები შემდეგ შეხვედრას „ვერონასთან“ სტუმრად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები