Aa
Aa

"ახლა კარანტინში ვარ" - რეალის ყოფილ მწვრთნელს Covid-19 დაუდგინდა

მადრიდის „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვანდერლეი ლუშემბურგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ლუშემბურგომ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

„ჩემმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ახლა კარანტინში ვიმყოფები. მშვიდად ვარ, არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ და ჩვენი კლუბის ექიმები მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან“.

68 წლის ლუშემბურგო ამჟამად სამშობლოში მუშაობს და სათავეში უდგას „პალმეირასს“, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში 35-ე სამსახურია.

გამოცდილი სპეციალისტი 1998-2000 წლებში ბრაზილიის ნაკრების თავკაცი გახლდათ, „რეალში“ კი 2005-06 წლებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები