Cadena SER: მესი უკმაყოფილოა და ბარსელონას დატოვებაზე ფიქრობს!
Aa
Aa

Cadena SER: მესი უკმაყოფილოა და ბარსელონას დატოვებაზე ფიქრობს!

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლეო მესიმ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი 2021 წელს დატოვოს. აღნიშნულ ცნობას ერთ-ერთი პოპულარული მადრიდული გამოცემა ავრცელებს.

Cadena SER-ის ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელი სხვა კლუბში გადასვლაზე დაფიქრდა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ და ფეხბურთელი ხელშეკრულების გაახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ. გამოცემა ამ ყველაფრის მიზეზად კლუბის ბოლოდროინდელ შედეგებსა და მასში არსებულ მდგომარეობას ასახელებს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების თაობაზე მან უახლოესი გარემოცვა გააფრთხილა და განუცხადა, აღარ სურს, კლუბის შიდა სამზარეულოში მოუწიოს ისეთი საქმეების მოგვარება, რომელიც მას არ უნდა ეხებოდეს.

არგენტინელი სუოერვარსკვლავი ასევე უკმაყოფილოა, რომ გუნდს არ გააჩნია ახალი პროექტი, რომელიც „ბარსელონას“ გამარჯვებებსა და ტიტულებს მოუტანს.

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი სწორედ მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს და თუკი ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდა, მას კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება შეეძლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Cadena SER-ის გარდა, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჯერჯერობით არც ერთ სხვა ცნობილ გამოცემას არ გაუვრცელებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები