„რეალში თამაშზე ვინ არ ოცნებობს
Aa
Aa

„რეალში თამაშზე ვინ არ ოცნებობს" - პიანიჩს ძველი ინტერვიუები გაუხსენეს

კატალონიის „ბარსელონას“ ახალწვეულს, მირალემ პიანიჩს ესპანელმა ჟურნალისტებმა ძველი ინტერვიუები ამოუქექეს, რომლებშიც 30 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ „ბლაუგრანას“ მოსისხლე მტრის, მადრიდის „რეალის“ ქომაგია.

2009 წელს, პიანიჩმა AS-თან საუბრისას განაცხადა: „რეალს მას შემდეგ ვგულშემატკივრობ, რაც სამეფო კლუბის ღირსებას ზიდანი და ბრაზილიელი რონალდო იცავდნენ. იმ დღიდან ბლანკოსი ჩემი საყვარელი გუნდია და ყოველთვის ასე იქნება. რეალში თამაშზე ვინ არ ოცნებობს“?!

2013 წელს პიანიჩმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამჯერად Oslobodjenje-ს ესაუბრა: „ბავშვობაში ფეხბურთელობა ზიდანის გამო გადავწყვიტე. ის საუკეთესო იყო მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს და თუ მკითხავთ ჩემი საყვარელი გუნდი რომელია, დაუფიქრებლად გიპასუხებთ - მადრიდის რეალი“.

აქვე გეტყვით, რომ პიანიჩმა კომენტარი „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებაც გააკეთა და განაცხადა: „ბარსა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მისი მაისურის მორგება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია.

ჩემთვის ბარსელონაში გადასვლა ახდენილი ოცნებაა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. არასდროს დამავიწყდება საიდან დავიწყე და ერთი სული მაქვს კამპ ნოუზე როდის გადავალ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები